ამერიკულმა სათამაშო კომპანია Bally's Corporation-მა მესამე კვარტლის ანგარიშში აღნიშნა, რომ არსებობს „არსებითი ეჭვი“ მისი საქმიანობის გაგრძელების უნარზე.

რატომ

  • კომპანია ელის, რომ საკრედიტო ხაზის პირობებს ვერ დააკმაყოფილებს.
  • 500 მილიონი დოლარის ვალი მოკლევადიან ვალდებულებად გადაიტანეს. ჯამური ვალი დაახლოებით 4,8 მილიარდი დოლარია.
  • გამოსავლად კომპანია აქტივების გაყიდვას, ახალ წილებსა და დამატებით სესხს განიხილავს.

ამავდროულად, Bally's-ის კვარტალური შემოსავალი 21,7%-ით გაიზარდა და 807,6 მილიონ დოლარს მიაღწია. ანგარიშის შემდეგ აქციები დაახლოებით 14%-ით დაეცა.

წყარო: NEXT.io